ტოტი, პუიოლი, რივალდო, შევჩენკო... - საქართველოს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან - კვირის პალიტრა

ტოტი, პუიოლი, რივალდო, შევჩენკო... - საქართველოს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოტტო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში საიტზე TKT.GE-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთები.

"ინტერპრესნიუსი"