საქველმოქმედო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს
19-09-2017
საქველმოქმედო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში, რომელიც თბილისში 29 სექტემბერს გაიმართება, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ფეხბურთელებთან დაკავშირება სთხოვეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან მეგობრობს.

"იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მატჩში ჩემი მონაწილეობა, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ვარ და ახლა დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილობას მივიღებ. მივესალმები იმას, რომ ეს შეხვედრა გაიმართება 29 სექტემბერს. მე მივიღებ მონაწილეობას, რაც ჩემთვის მართლაც სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთი
ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება გამაჩნია, თუ რაიმე შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე და მთელი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ჩამოვლენ საქართველოში და მიიღებენ ამ მატჩში მონაწილეობას. მე რასაც გადავხედე, ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელი და
ვარსკვლავი ჩამოდის, რაც მე მგონია, რომ მისასალმებელი და კარგია. მე მთხოვეს დაკავშირება ამ ადამიანებთან. მე არავისთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მეგობრული ურთიერთობები მაქვს. ვთხოვე - ეს იყო ჩემი ფუნქცია მხოლოდ", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: ტოტი, პუიოლი, რივალდო, შევჩენკო... - საქართველოს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან

"ინტერპრესნიუსი"
ავტოგოლა
20 სექტემბერი 2017 15:05
ამ ხალხის მოწვევას რომელი ფულით აპირებს,ბენზინი რომ გაგვიძვირა და ლარს ჯიბეში იდებს?.ეგ საკენკი ოცნების მომხრეებისთვის გამოგადგება.ბენზინა 2ჯერ ძვირია მიშას პერიოდდთან შედარებით და ამ პროვინციული ქაჯობით ვითომ კაი ბიჭობა უნდა

რედაქტორის რჩევით