ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით
29-09-2017
საქველმოქმედო მატჩი, რომელიც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენისთვის გაიმართა, სიმბოლურად მეხანძრე-მაშველებმა გახსნეს. მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავები ერთმანეთს "GFF 11" და "მსოფლიოს 11"-ის სახელებით დაუპირისპირდნენ. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ანგარიშით 5:6 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ლუკა ტონიმ გახსნა, რომელიც აღნიშნულ მატჩში "მსოფლიოს 11"-ის ღირსებას იცავდა. "GFF 11"-მა მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ლამაზი გოლით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა.

ფედერაციის გუნდს მალევე შეეძლო სხვაობის გაზრდაც, მაგრამ სებასტიან ფრეიმ ლამაზი სეივი შეასრულა და მეტოქეს არ მისცა
წინ გასვლის საშუალება.

პირველივე 15 წუთში გავიდა მესამე გოლიც, თავი მიჩელ სალგადომ გამოიჩინა და ნომინალური სტუმრები 1:2 დააწინაურა. აქედან ათ წუთში გაიტანა რივალდომაც და უპირატესობა თვალსაჩინო გახადა - 1:3.

მატჩის 30-ე წუთზე დუბლი შეასრულა ფეხბურთიდან ახლახან წასულმა ლუკა ტონიმ - 1:4.

ნომინალური მასპინძლების მრავალი მცდელობის
მიუხედავად, ანგარიშის შემცირების მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა, რადგან სებასტიან ფრეი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე, ერთი-ერთზე დარჩენილმა კაფუმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ტაიმი ანგარიშით 2:4 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში კევინ კურანმა სხვაობა მინიმალურამდე დაიყვანა და ანგარიში 3:4 გახდა. თამაშის 65-ე წუთზე კი ფრანჩესკო ტოტიმ ისეთი გოლი გაიტანა, რომ დავრწმუნდით, რომაელთა კაპიტნისთვის ჯერ ადრე იყო ფეხბურთიდან წასვლა - 3:5.

მატჩის 70-ე წუთზე მეორე ქართული გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, რომელსაც ანდრეი შევჩენკომ მისცა პასი - 4:5.

სულ რაღაც ორ წუთში კი გოლს მოწყურებულმა, იუბილარმა ანდრეი შევჩენკომ თავადაც შეაგდო და გაათანაბრა ანგარიში - 5:5.

მატჩის ბოლო წუთზე დელვეკიომ გაიტანა და შეხედრა "მსოფლიოს 11"-ის გამარჯებით, 6:5 დასრულდა. შეიძლება ითქვას, ეს დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერა.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქველმოქმედო მატჩზე 403 214 ლარის ბილეთები გაიყიდა.

"GFF XI": კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე, ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI": სებასტიან ფრეი, დიდა, პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო, ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე, რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.

Sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით