რივალდო: "ეს იყო შესანიშნავი საღამო თითქმის 60 000 გულშემატკივართან ერთად" - კვირის პალიტრა

რივალდო: "ეს იყო შესანიშნავი საღამო თითქმის 60 000 გულშემატკივართან ერთად"

საქველმოქმედო მატჩი, რომელიც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენისთვის 29 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართა, სიმბოლურად მეხანძრე-მაშველებმა გახსნეს. მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავები ერთმანეთს "GFF 11" და "მსოფლიოს 11"-ის სახელებით დაუპირისპირდნენ. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ანგარიშით 5:6 დასრულდა.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 300 343 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ, თამაშის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება ასევე, 2 სექტემბერს საქართველო-ირლანდიის ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხაც. ჯამში, ორივე მატჩიდან შემოსულმა თანხამ 403 214 ლარი შეადგინა.

საქართველოში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ავრცელებდნენ. მაგალითად, ბრაზილიელმა რივალდომ თბილისში სტუმრობისა და გამართული მატჩის ფოტოებს ასეთი პოსტი მიუძღვნა: "ეს არის ჩემი გუნდი საქართველოში. მათთან თამაში ძალიან მარტივია. ეს იყო შესანიშნავი საღამო თითქმის 60 000 გულშემატკივართან ერთად. დიდი მადლობა", - დაწერა მატჩის შემდეგ რივალდომ "ფეისბუკზე".

გუშინდელი საღამოდან ბევრი საინტერესო ფოტო გავრცელდა, გთავაზობთ ფოტოგალერეას.

ფოტოგალერეა