ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - კვირის პალიტრა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატზე, ქართველმა ძალოსანმა, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

როგორც ძალოსნობის ფედერაციაში განაცხადეს, ტალახაძემ აკვრასა და ატაცში ჯამში 474 კგ ასწია და რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე, მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (473კგ) გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცშიც (220 კგ). ტალახაძე 5 დეკემბერს, აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.