"სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!" - კვირის პალიტრა

"სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ქუთაისში გამართული მატჩის შემდეგ "ფეისბუკში" დაწერა:

"მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში," - წერს კაშია.

"ქართული მარშის" წევრები ქუთაისში მატჩის დროს "ტორპედოს" სტადიონზე შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

"მარშელები" "ვიტესის" კაპიტნის და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ

ტექსტებს სკანდირებენ.

სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას, მოგვიანებით კი ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსთან გუშინ ფრედ ითამაშა. მატჩი 2:2 დასრულდა.