გიორგი ობოლაძე და არკადი ზუბიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
14-11-2017
გიორგი ობოლაძე და არკადი ზუბიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს ჯიუ ჯიცუს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა იტალიაში, ქალაქ ნაპოლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გიორგი ობოლაძემ +80 კგ-ში და არკადი ზუბიაშვილმა +73 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

გიორგი ობოლაძე, ოქროს მედალოსანი:
"იტალიაში 11-12 ნოემბერს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჯიუ ჯიცუში, სადაც მონაწილეობდნენ ათეულობით ქვეყნის ძლიერი სპორტსმენები. ჯიუ ჯიცუს აქვს რამდენიმე მიმართულება, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ თავდაცვით და კონტაქტით ჯიუ ჯიცუში. კონტაქტურში მოვიპოვეთ ოქროს მედალი, თავდაცვითში ვერცხლის. საქართველოდან მარტო ჩვენ ვიყავით, რადგან მარტო ჩვენ გვქონდა
ლიცენზია. ტურნირი იმართება 2 წელიწადში ერთხელ, წინა ტურნირზე ვერცხლის პრიზიორები გავხდით და წელს ოქრო მოვიპოვეთ. აღსანიშნავია, რომ ასეთ კატეგორიაში საქართველოს ისტორიაში ამ სპორტში ოქროს მედალი პირველია".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით