"არასოდეს გამოიყენოთ რუსული მუსიკა საქართველოს შესახებ სიუჟეტებში" - საქართველოს რაგბის კავშირი BBC-ის უელსური გამოცემის წინააღმდეგ
16-11-2017
"არასოდეს გამოიყენოთ რუსული მუსიკა საქართველოს შესახებ სიუჟეტებში" - საქართველოს რაგბის კავშირი BBC-ის უელსური გამოცემის წინააღმდეგ
13 ნოემბერს BBC-ის საიტის სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნდა 16-წუთიანი სიუჟეტი, სადაც ყოფილი მორაგბეები დევიდ ფლატი და ტომ შენკლინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რომ უფრო მეტი გაეგოთ იმ ქვეყანაზე, რომლის ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მათი მოგზაუობა ჩვეულებრივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ყოფილი მორაგბეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ, ხოლო შენკლინი საქართველოს ოლიმპიურ მედალოსანს და მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ეჭიდავა.

სიუჟეტის ერთი ნაწილი რუსული ფოლკლორული მუსიკით იყო გაფორმებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს
რაგბის კავშირმა ოფიციალური წერილით მიმართა BBС-ს რედაქციას, რომელმაც უკვე შეცვალა მუსიკა.


"მადლობა, რომ მთლიანი გადაცემა მიუძღვენით საქართველოს... მაგრამ გთხოვთ, არასოდეს გამოიყენოთ რუსული ფოლკლორული მუსიკალური თანხლები (განსაკუთრებით გასაბჭოებული) საქართველოს შესახებ სიუჟეტებში..." (იხილეთ სრულად: Sportall.Ge-ზე)




ბარბარე
17 ნოემბერი 2017 01:06
რუსებს ფოლკლორი აქვთ?
გამომიქვეყნეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
16 ნოემბერი 2017 15:24
თქვენ ხართ საოცარი ადამიანები, სუპერ ხალხი გაუმარჯოს ქართულ რაგბს, ღმერთმა მოგცეთ დიდება და უამრავი წარმატება ჩემო საყვარლებო. თქვენ ხართ საქართველოს სიამაყეეები. მიყვარხართ და თქვენს გვერდში ვდგავართ მუდამ. გაგიმარჯოთ!!!!
...
16 ნოემბერი 2017 14:24
კარგია. ყოჩაღ.

რედაქტორის რჩევით