არასოდეს დაგვავიწყდება! - კვირის პალიტრა

არასოდეს დაგვავიწყდება!

ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა მიმოქცევაში თვე-ნახევარში

იქნება.

საფოსტო მარკაზე გამოსახულია ნოდარ ქუმარიტაშვილის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე სავარჯიშო დაშვებისას გადაღებული ფოტო და მასზე მითითებულია ქუმარიტაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების წლები, გამოსახულია ოლიმპიური თამაშების ემბლემა. საფოსტო მარკის ღირებულება 5 ლარი იქნება.

საფოსტო მარკის შექმნის იდეით საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი გამოვიდა. საქართველოს ფოსტის”მიერ ოპერატიულად შემუშავდა ესკიზის რამდენიმე პროექტი. საუკეთესოს ავტორად შალვა ლურსმანაშვილი დასახელდა.