ზირაქაშვილს მსოფლიო ნაკრებში უხმეს - კვირის პალიტრა

ზირაქაშვილს მსოფლიო ნაკრებში უხმეს

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო.  "ზირაქას"

"კლერმონი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში და სამწლიანი უიღბლობის შემდეგ, როგორც იქნა, გატეხა ნავსი. კლერმონელებმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "პერპინიანს" 19:6 მოუგეს და პირველად დაიმსახურეს ქვეყნის უმთავრესი ჯილდო.

გამარჯვებულ გუნდს მშობლიური ქალაქის ცენტრში 100 ათასზე მეტმა ქომაგმა საოცარი დახვედრა მოუწყო. რაც შეეხება ზირაქაშვილს, ქართველი მორაგბე ფინალურ მატჩში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო, თუმცა ტრავმის გამო ისევ შეცვალეს. იმედია, იგი 13 ივნისამდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ამ დღეს ხომ "ზირაქა" მსოფლიო ნაკრებშია მიწვეული, რომელიც სინგაპურში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.