საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
11-12-2017
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გურასპაულმა ხმების 80% მიიღო, შიო ხეცურიანმა კი, რომელმაც დღეს კანდიდატურა მოხსნა, ხმების - 2%.

გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დღემდე ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე იყო.
არჩევნებში 34 დელეგატიდან მონაწილეობა 27-მა მიიღო.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განაცხადა.

"საკალათბურთო სამყაროს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მთელი
სიცხადით ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა, რაც მე დამეკისრა. პირობას ვდებ, რომ ჩემს საკალათბურთო გზას არ გადავუხვევ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მოხდება. ჩემს გუნდში თითოეული თქვენთგანი იქნება, რომ ჩვენ უფრო შემართებით გავაკეთოთ საქმე",- განაცხადა გურასპაულმა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4
წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით