ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიავე დაამარცხა
16-12-2017
ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიავე დაამარცხა
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს მიხაილ პულიავეს შეხვდა და დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს ანზაურ არდანოვს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი, მოლდოველ დენის ვიერუ დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.

"sportall.ge"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით