ლეგენდარული ფეხბურთელი პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ფეხბურთელი პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ 77 წლის პელემ გონება დაკარგა და ის ბრაზილიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.