2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
26-01-2018
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის" მიერ გულშემატკივრებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, welcome2018.com-ზეა ნათქვამი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებსაც ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ შეეძლებათ.

როგორც ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებად ფეხბურთის გულშემატკივარს დასჭირდება მხოლოდ მატჩის ბილეთი და მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათი - "გულშემატკივრის პასპორტი" (FAN ID).

გულშემატკივრის ბარათი გაიცემა კონკრეტულ მაყურებელზე და აუცილებელია მატჩზე დასწრების ყველა მსურველისთვის, მათ შორის
რუსეთის მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის.

უცხოელებისთვის "გულშემატკივრის პასპორტი" რუსეთში უვიზო შესვლის უფლებას იძლევა. "გულშემატკივრის პასპორტის" ერთჯერადი აღება საკმარისია ჩემპიონატის ყველა მატჩზე დასასწრებად, რომელზეც მაყურებელს ბილეთი აქვს შეძენილი.

აღსანიშნავია, რომ "გულშემატკივრის პასპორტის" მიღება შეიძლება როგორც ინტერნეტით, ოფიციალურ საიტზე, ისე რუსეთის ქალაქებში საგანგებოდ გახსნილ ცენტრებში.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით