ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის მფლობელია! - ლევან გორგაძის ისტორიული გამარჯვება
27-01-2018
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ
შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?