ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის საიმპერატორო ბრძოლა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის საიმპერატორო ბრძოლა (ვიდეო)

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

გთავაზობთ ბრძოლის ვიდეოს.

იხილეთ ასევე: "არ მაქვს უფლება მეუღლე ორთაბრძოლებზე წავიყვანო" - იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია