ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელია!
ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელია!
გასულ კვირას ქართველმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იაპონიის იმპერატორის თასი მოიპოვა და საუკეთესო სუმოისტი გახდა. "კვირის პალიტრა" ულოცავს ამ დიდ წარმატებას ლევან გორგაძეს...

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც სუმოს ელიტურ დივიზიონში ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ამ იაპონური სპორტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვინც იმპერატორის თასი მოიგო! ლევანმა "ჰაცუ ბაშოზე" (ბაშო სუმოს ტურნირია, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება) დიდებულად იასპარეზა, ტიტულოვანი მეტოქეები დაამარცხა და ჩემპიონის წოდება ტურნირის დასრულებამდე ერთი
ტურით ადრე მოიპოვა!

ტოჩინოშინის მიღწევა იმით არის განსაკუთრებული, რომ ჩვენებურმა მთელი ტურნირი ტრავმირებულმა იჭიდავა და, რაც მთავარია, იმპერატორის თასი მესამე მაეგაშირას წოდებით მოიგო, რაც წარმოუდგენელი გახლავთ, რადგან, როგორც წესი, ყველა ბაშოს "იოკოძუნა", ანუ "ჩემპიონთა ჩემპიონი" იგებს, რომლის დამარცხებაც დიდი იშვიათობაა. "იოკუძუნას" გარდა, "მაეგაშირაზე" წოდებით მაღლა
დგანან "კომუსუბი", "სეკივაკე" და "ოძეკიც".
საყოველთაო პატივისცემასა და იმპერატორის თასთან ერთად, ბაშოს გამარჯვებული ფულად ჯილდოსა და უამრავ სხვადასხვა პრიზს იღებს.
ეს ტურნირი ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები