ყაზარაშვილმა ეგვიპტის ნაკრები ჩაიბარა - კვირის პალიტრა

ყაზარაშვილმა ეგვიპტის ნაკრები ჩაიბარა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა თემურ ყაზარაშვილმა, რომელიც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და

პარალელურად, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრიც გახლდათ, ეგვიპტის ნაკრები ჩაიბარა.

ყაზარაშვილის თქმით, ეგვიპტელებისგან შეთავაზება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღო, მაგრამ ამ დრომდე აფრიკაში გადაბარგებისგან თავს იკავებდა. ქართველი მწვრთნელი "ფარაონებთან" ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს და ეროვნულთან ერთად ეგვიპტის ახალგაზრდულ ნაკრებსაც გაწვრთნის.