"მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს"
01-02-2018
"მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს"
ექსკლუზივი

"ტოჩინოშინმა" - ლევან გორგაძემ "იმპერატორის თასის" მოპოვების შემდეგ, ჩემპიონის რანგში პირველი ვრცელი ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა.
გთავაზობთ ამონარიდს ლევან გორგაძის ინტერვიუდან, რომელსაც, სრულად "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში წაიკითხავთ:

- თასების გარდა, უამრავი სხვადასხვა პრიზით დაგაჯილდოეს. მათ შორის - ძვირადღირებული ავტომანქანით და საათით, მთელი წლის სამყოფი საწვავით და სასმელ-საჭმლით...
- ავტომანქანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია - არ უჩუქებიათ. ის ავტომობილი, რომელზეც გამარჯვების შემდეგ ვიდექი, სუმოს ფედერაციის არის და მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოიყენება.
მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს. მაგრამ მე ამდენი საჭმელ-სასმელი რად მინდა?! კლუბში გამოგზავნიან და მოვიხმართ (გაგრძელება).

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 5 თებერვლის ნომერში

status quo
02 თებერვალი 2018 09:53
კარგია შენი შრომა ასე რომ დაგიფასდება,ამაყი ხარ...

რედაქტორის რჩევით