ისევ "ლეიკერსი" - კვირის პალიტრა

ისევ "ლეიკერსი"

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალის გადამწყვეტ მატჩში 83:79 მოუგო "ბოსტონ სელტიქსს" და NBA-ს ჩემპიონის ტიტული

შეინარჩუნა.

ზედმიწევნით დაძაბულ საჩემპიონო სერიაში შვიდივე მატჩის გამართვა გახდა საჭირო, გადამწყვეტ, მეშვიდე შეხვედრას ლოს-ანჯელესის "სტეიპლს სენთერმა" უმასპინძლა და 19 ათასი ქომაგის გასახარად დამხვდურებმა კარიერაში მეთექვსმეტედ მოიპოვეს პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ჩემპიონის ტიტული.

ფინალის უძვირფასეს მოთამაშედ (MVPP) დასახელებულმა ლეიკერსელმა კობი ბრაიანტმა კი ასეთ აღიარებას კარიერაში მეხუთედ მიაღწია და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მოთამაშეებს, ქარიმ აბდულ-ჯაბარს და მეჯიქ ჯონსონს გაუთანაბრდა.