საფრანგეთს "ქართველმა" უკაპიტნა - კვირის პალიტრა

საფრანგეთს "ქართველმა" უკაპიტნა

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუენოს-აირესში არგენტინის A ნაკრებთან ითამაშა და მასპინძლები 37:14 დაამარცხა. თავისთავად ამ ფაქტში არც

უცნაურია რამე და არც მნიშვნელოვანი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შეხვედრაში ფრანგებს ქართული გვარისა და წარმოშობის მქონე დიმიტრი იაშვილმა უკაპიტნა... იაშვილმა, რომლის ძმას, გრეგუარს საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით რამდენჯერმე უბურთავია, არგენტინაში საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ "ლურჯების" 9 ნომრის ნაცვლად, საჯარიმოები რატომღაც მისმა თანაგუნდელმა შეასრულა და "იაშიმ" მატჩი უქულოდ ჩაამთავრა.