იაპონური გაზეთი ტოჩინოშინის სამშობლოზე: საქართველო ოლ სტარია - დიდი იმპერიების ასპარეზი - კვირის პალიტრა

იაპონური გაზეთი ტოჩინოშინის სამშობლოზე: საქართველო ოლ სტარია - დიდი იმპერიების ასპარეზი

კოსუკე ეგაია... გვარს მეგრული დაბოლოება აქვს, სახელი აშკარად იაპონურია. დიახ, კოსუკე ეგაია მართლაც ამომავალი მზის ქვეყნიდანაა და რეგიონული ექსპერტია ერთ-ერთ იქაურ გაზეთში.

როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო, მისი წარმომავლობით უამრავი გამოცემა დაინტერესდა, ბატონმა კოსუკემ კი საქართველოზე ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა. ის ხომ ჩვენს ქვეყანაში იყო ნამყოფი და მეტად საინტერესო შთაბეჭდილებებითაც დატვირთულა.

მაშ ასე, მოვუსმინოთ ბატონ კოსუკეს...

"როგორ მოვხვდეთ საქართველოში? აზიაა თუ ევროპა? სტუმრობა სახიფათოა თუ - არა? ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში, ვიდრე საქართველოს დედაქალაქ თბილისს ვესტუმრებოდი.

აეროპორტიდან

საპასპორტო კონტროლი მალე გავიარე. 18 საათი იყო და ჯერაც არ დაღამებულიყო. ამიტომ, ტაქსის ნაცვლად აეროპორტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლე.

პირველი სხვაობაც აღმოვაჩინე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის: თუ ბაქოში დიდი ავტობუსები 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მგზავრებს, თბილისში ე.წ. მარშრუტკაში ჩავჯექი, რომელიც მგზავრებით პირამდე გაივსო.

მეორე განსხვავება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის: თბილისის მარშრუტკაში ყველა თეთრსახიანი მგზავრი იყო. ქართველები უფრო დასავლური იერის ხალხია, სწორედ ისეთი, როგორიც ტოჩინოშინი.

დიქტატორი სტალინის სამშობლო

საქართველო კასპიისა და შავ ზღვებს შორისაა განლაგებული, იერუსალიმისა და მექას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბაღდადის ჩრდილოეთით.

ეს ქვეყანა ევრაზიის ისტორიის "ოლ სტარია". აი, რატომ: საქართველოში შეხვდებით ალექსანდრე მაკედონელის, სასანიდების ირანის, რომაელების, სალჩუკების, მონღოლების, თემურ ლენგის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ერის ნაკვალევს. საამისოდ საჭიროა თითოეულ ზემოთნახსენებ კულტურას კარგად იცნობდეთ და საქართველოშიც გარკვეული პერიოდი დაჰყოთ.

გაგრძელება