გარდამტეხი ეტაპი "სოხუმისთვის" - კვირის პალიტრა

გარდამტეხი ეტაპი "სოხუმისთვის"

9 თებერვალს, 15-00 საათზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, საკალათბურთო კლუბ "სოხუმისა" და საკონსულტაციო კომპანია "ნესა სპორტს" შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში "ნესა სპორტი" უზრუნველყოფს ს/კ სოხუმის როგორც კლუბის, ისე მისი კალათბურთელების მარკეტინგულ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას. აღნიშნული თანამშრომლობა მისი შინაარსიდან გამომდინარე გარდამტეხი იქნება არა მხოლოდ ს/კ სოხუმისთვის, არამედ მთლიანად სპორტული ორგანიზაციებისთვის. პრესკონფერენციაზე განიხილება სამოქმედო გეგმა და სხვა საინტერესო საკითხებითვის.

მემორანდუმის გაფორმებისთნავე გაიმართება კენჭისყრა.

საქართველოს თასის გათამაშებაში, რომელშიც სუპერლიგის 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას ("დინამო, ქუთაისი", "ბათუმი", "რუსთავი", "ოლიმპი", "კაკტუსი", "მგზავრები" და "მარნეული"), რომლებიც გათამაშებაში სუპერლიგის 2 წრის შედეგების გათვალისწინებით მოხვდნენ. მონაწილე გუნდები ერთმანეთს კენჭისყრის შედეგად დაუპირისპირდებიან.

საქართველოს თასი ოლიმპიური სისტემით გაიმართება და პლეიოფის ყველა ეტაპზე მოგებული ერთი მატჩით გამოვლინდება.

საქართველოს თასის მეოთხედფინალური შეხვედრები 14-15 თებერვალს დაიწყება, ნახევარფინალური მატჩები 20 და 21 მარტს გაიმართება, ხოლო საქართველოს თასის ფინალი მაისის ბოლოს შედგება, სადაც 2018 წლის საქართველოს თასის მფლობელი გუნდი გამოვლინდება.