7 ლელო! - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა
10-02-2018
7 ლელო! - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა
10 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.

25-ე წუთზე ლელოთი
თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0
გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა კიდეც. საბოლოოდ საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

55-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ დადო ლელო. სამწუხაროდ წიკლაურმა ბურთი ვერ გარდასახა. 67-ე წუთზე უპირატესბა 38 ქულამდე სანდრო
თოდუამ გაზარდა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ანგარიში 40:0 გახადა.

77-ე წუთზე სადებიუტო ლელო ნაკრებში ანზორ სიჭინავამ დადო. წიკლაურმა კი ამეჯრადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს ჩვენი დროით 17:30 საათზე გამართავენ.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით