ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში კოსოვოელ აკილ ჯაკოვთან დამარცხდა.

66 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირს პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 60კგ კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად მედლის გარეშე დარჩა.

პარიზში გრან სლემი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. დღეს იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების დანარჩენი ძიუდოისტები.

"ინტერპრესნიუსი"