"კავკასიელი ჯადოქარის" ყიფიანისა და თეთრ პელედ წოდებული ზიკოს დუელი - ესპანელი ჟურნალისტის ბლოგი - კვირის პალიტრა

"კავკასიელი ჯადოქარის" ყიფიანისა და თეთრ პელედ წოდებული ზიკოს დუელი - ესპანელი ჟურნალისტის ბლოგი

დავით ყიფიანისა და ზიკოს სპექტაკლი...

რამდენიმე წლის წინათ, ყიფიანი ესპანელმა ჟურნალისტმა მარიანო ხესუს კამაჩომაც გაიხსენა საკუთარ ბლოგში. ეს წერილი "ლელოს" ზაზა ახალაიამ მიწოდა.

ესპანელი ჟურნალისტი დავით ყიფიანს "კავკასიელ ჯადოქარს" უწოდებს და 1980 წელს, კადისის ტურნირზე "დინამოსა" და "ფლამენგოს" დაპირისპირების დეტალებსა და როგორც წერს, "ორი დიდი ჯადოქრის", ზიკოსა და ყიფიანის დუელს იგონებს.

"მალე კადისში რამონ დე კარასას სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება, სადაც "უდინეზე", "მალაგა", ლისაბონის "სპორტინგი" და "კადისი" ითამაშებენ. შესაძლოა, ახლა ამ ტურნირმა ბრწყინვალება დაკარგა, მაგრამ ოდესღაც არაოფიციალურ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატად ითვლებოდა...

კადისის ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და აქ უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათ - პელეს, კუბალას, დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, იოჰან კრუიფს, ზიკოს, რომარიოს, ხენტოს, ადემირს....

კადისელი ბავშვები მის მოლოდინში ვცხოვრობდით, რომ ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ვიხილავდით. ახლა ტურნირი ის აღარაა, რაც გვახსოვდა. კადისის სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის სუნთქვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იგრძნობა, რაც ჩვენში ნოსტალგიას იწვევს. მაგრამ ამ სტადიონის მეხსიერებას ბევრი ლეგენდა შემორჩა...

განსაკუთრებით კარგად მახსენდება "ქართული აღმოჩენა" დავით ყიფიანი, რომელმაც 1980 წელს გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს, "ფლამენგო" თბილისის "დინამოს" ეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავებით დავმტკბარიყავით - მაშინ ზიკო, მარინიო, ტიტა, ჟუნიორი და კომპანია ბრწყინავდა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა დავით ყიფიანი გარდაიცვალა - დიდი ფეხბურთელის უცნობი ქალიშვილი