საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა
10-03-2018
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში
გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი
იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილი გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათუაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგ შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით