"ბრაზილიელთა 10 ნომერს დაადო ხელი, ყველაზე სახიფათო ფორვარდია, უნდა დაიჭიროო..." - როგორ გააჩერა კეტაშვილმა ოლიმპიადის ფინალში რომარიო
31-03-2018
"ბრაზილიელთა 10 ნომერს დაადო ხელი, ყველაზე სახიფათო ფორვარდია, უნდა დაიჭიროო..." - როგორ გააჩერა კეტაშვილმა ოლიმპიადის ფინალში რომარიო
1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში ბრაზილია დაამარცხა. იმ დღეს მთელი საქართველო ხარობდა. გელა კეტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და თვით მრისხანე რომარიო არ გაანძრია. კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. რა თქმა უნდა, იმ დიდი მატჩის გახსენება სწორედ მას ვთხოვეთ.

"თავადაც არ მჯეროდა, ოლიმპიადაზე თუ ვითამაშებდი. ტრაბახით არ ვამბობ, იმ ნაკრებში შეუცვლელი კაცი ვიყავი, მაგრამ ფეხბურთი და ტრავმები ვის გაუყვია? "შახტიორთან" შეხვედრაში ერთხელ მოტეხილი კოჭი
მეორედ მოვიტეხე. თვენახევარი რჩებოდა ოლიმპიადამდე. მოსკოვში ხაზი გადამისვეს, მორჩა კეტაშვილის ოლიმპადაო.

მაშინ ძალიან პოპულარული იყო გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვა". ცალკე რუბრიკა მიეძღვნა ჩემს ტრავმას. მგონი, ახლაც უნდა იყოს შემონახული ეს კადრები. მოკლედ, ყველას ეგონა, რომ ოლიმპიადამ გვერდით ჩამიარა.

ძალიან ცუდად ვიყავი. თუ გახსოვთ, ძველი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო
იყო ჯავახიშვილი ქუჩაზე. ვწევარ იქ, საშინელი ტკივილები მაქვს. გავახილე დილით თვალი, იღება კარები და შემოდის ოლიმპიური ნაკრების ექიმი, ზურაბ ორჯონიკიძე. სპეციალურად გადმოფრინდა თბილისში, ჩემი ტრავმის ამბავი რომ გაიგო.

გადავფრინდით ეგრევე მოსკოვში. კლინიკაში დავიწყე მკურნალობა. ექიმი იყო ძალიან ცნობილი - მირონოვი. ყველაფერი გააკეთეს, შეუძლებელიც კი. მოკლედ, წავედი ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე. შეკრება იაპონიაში გვქონდა და იქ რომ ჩავედი, ხელჯოხებით ვიყავი, ამომავალი მზის ქვეყანაში გავიარე ფეხზე. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად. ამ ტრავმამ "დამანგრია". მერე მივხვდი, რომ იყო შანსი და ამ შანსისათვის ბოლომდე უნდა მებრძოლა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით