ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვება იზეიმა. ლაშა ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიო ჩემპიონატამდე გადადო.

აკვრაში ტალახაძემ 225 და 227 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა - ორჭიდი 457 კგ.

ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.