"განცხადებაც კი გამოვაქვეყნე, ოლიმპიურ მედლებს ვყიდი-მეთქი... რაღაცით ხომ უნდა მერჩინა თავი და ოჯახი"
22-04-2018
"განცხადებაც კი გამოვაქვეყნე, ოლიმპიურ მედლებს ვყიდი-მეთქი... რაღაცით ხომ უნდა მერჩინა თავი და ოჯახი"
"რაც სანეევმა გააკეთა, იმას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაიმეორებს", - თქვა ერთხელ ესტონელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა იააკ უუდმიაემ.

ჭეშმარიტად!

სოხუმში დაბადებულმა (1945 წლის 3 ოქტომბერი) და გაზრდილმა ჭაბუკმა რაც შეძლო, მართლაც ფანტასტიკურია. სამჯერ ოლიმპიური თამაშების ოქროს (1968, 1972, 1976) და ერთხელ ვერცხლის (1980) მედალი დაიმსახურა.


ყველაფერი სოხუმიდან დაიწყო

ჭაბუკობისას ფეხბურთითა და კალათბურთით იყო გატაცებული. შემდეგ აკოფ კერსელიანის ხელმძღვანელობით მძლეოსნობაში დაიწყო ვარჯიში. ერთბაშად სამ სახეობაში ცდიდა ძალებს და სამივეგან - წარმატებით.

ოქრო
სილაში


ვიქტორ სანეევი სარბიელზე ყოველთვის გამარჯვების წყურვილით გადიოდა. მაშინაც, 17 წლის რომ გახლდათ და მოსკოვის ოლიმპიადაზეც, როცა მის სპორტულ კოლექციას სამ ოლიმპიურ "ოქროსთან" ერთად სხვა ნადავლიც უხვად ამშვენებდა.

1964 წელს ვიქტორ სანეევმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო 15,78 მეტრით. 19 წლის ჭაბუკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,
რადგან მან დიდი ხნის ოცნება აისრულა - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი გახდა. მერე მძიმე ტრავმა მიიღო და მომდევნო ორ წელიწადს შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო.

როგორც თავად ამბობს, 1967 წელს სპორტისთვის მეორედ დაიბადა. მაისის დამლევს 16,4 მეტრზე გადახტა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდებაც დაიმსახურა. ნიჭიერმა ათლეტმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი საკავშირო ნაკრებში. 1968 წლის მეხიკოს თამაშებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

"საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე თავი ჯუზეპე ჯენტილემ გამოიჩინა, - იხსენებს ბატონი ვიქტორი. - ერთ-ერთი ცდისას იგი ძალიან შორს გადახტა. იგრიალა ტაშმა. არის მსოფლიო რეკორდი - 17,22! ეს შედეგი ჩემთვის ერთგვარი დოპინგი აღმოჩნდა 17 ოქტომბერს - ფინალის დღეს. მესამე ცდაზე არაჩვეულებრივი სიმსუბუქე და თავისუფლება ვიგრძენი. ნახტომიც სარეკორდო გამოდგა - 17,23! თუმცა, ჩემში ამას განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია. ბრაზილიელი ნელსონი 17,27 მეტრზე გადახტა და მსოფლიო რეკორდით დაწინაურდა.

მართლაც, სასწაულია, ერთ დღეს ერთბაშად სამი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა, თუმცა, შეჯიბრების ბოლომდე კიდევ რამდენიმე ცდა იყო დარჩენილი. არ მიყურებია, როგორ ასრულებდნენ ბოლო ნახტომს ფინალის მონაწილენი. ყველაფერს გამოვეთიშე, ძალებს ვიკრებდი, რადგან ამ ბოლო შანსზე იყო დამოკიდებული უმაღლეს მწვერვალზე ასვლა.

ძნელი ცდა გამოდგა. ვიგრძენი, რომ არეკნის ზოლამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა და ნახტომში ყოველი აკვრისას "ვინაზღაურებდი" დაკარგულ სანტიმეტრებს. სილაში ჩავეშვი თუ არა, მაშინვე მოვიხედე. მექსიკელმა მსაჯმა ისე შემომხედა, მივხვდი, რომ გავიმარჯვე.

უნებურად მაღლა ავხტი და ტაშიც შემოვკარი. ტაბლოზე ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდების აღმნიშვნელი ციფრები აენთო - 17,39"!


დალხენილ ცხოვრებას მონატრებული


გასული საუკუნის მიწურულს ვიქტორ სანეევი XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარეს. დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენთან დატრიალებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ეკონომიკურად გაუჭირდა და შორეულ ავსტრალიაში გადაიხვეწა!.. იხილეთ სრულად
გ55
22 აპრილი 2018 23:02
გენაცვალე შენ, ვიქტორ სანაევ!!! სულ ვამაყობთ შენისტანა სპორტსმენით.

რედაქტორის რჩევით