ჩემპიონობა საქართველოს?
ჩემპიონობა საქართველოს?
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ რაგბი ევროპის 2017 წლის გათამაშების ჩემპიონად საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოცხადდება. ოფიციალურად ეს ჯერ არ დადასტურებულა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ოფიციალურ საიტზე უკვე შესწორებულია სატურნირო ცხრილი და რუმინეთის ნაცვლად ჩემპიონად საქართველოა მითითებული. შეგახსენებთ, რომ შარშან რუმინეთთან ბოლო ტურში წაგებით ბორჯღალოსნებმა უკანასკნელი წლების ტრადიცია დაარღვიეს და რაგბი ევროპის (ყოფილი ერთა თასი) ჩემპიონობა რუმინელ "მუხებს" დაუთმეს, თუმცა... როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო რაგბის
დამოუკიდებელმა კომისიამ რუსეთის რაგბის კავშირის სარჩელის განხილვა დაასრულა და რაგბი ევროპის შარშანდელი გათამაშების ცხრილი თავდაყირა დააყენა!

შედეგად ყველაზე მეტად რუსეთის ნაკრებმა იხეირა - დათვები (რუსეთის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე ითამაშებენ მსოფლიოს თასზე, მეორეადგილოსანი საქართველოს ნაკრები ჩემპიონად გამოცხადდა, გერმანიას პლეი-ოფში მოუწევს ურთიერთობის გარკვევა პორტუგალიასთან, გამარჯვების შემთხვევაში კი - სამოას ნაკრებთან...
-
რა თქმა უნდა, გვაქვს საფუძველი, შედეგი გავაპროტესტოთ, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, ეს ჩვენს ხასიათს არ შეეფერება, - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. მართლაც ასეა... არ გავაპროტესტებთ, მაგრამ, სავარაუდოდ, შარშანდელი გათამაშების ჩემპიონად მაინც საქართველოს ნაკრები დასახელდება!

ახლა კი, ამ ყველაფრის მიზეზებზეც ვთქვათ: რაგბი ევროპის" წლევანდელი გათამაშება, რომელიც 2019 წელს გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიც იყო, ხმაურიანი სკანდალით დასრულდა: ბოლო ტურში გამართულ ბელგია-ესპანეთს რუმინელმა არბიტრმა უმსაჯა, ესპანეთმა წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური რუმინეთის ნაკრებს ერგო... თუმცა, მსოფლიო თასს მიღმა დარჩენილმა რუსეთის რაგბის კავშირმა ეჭვი შეიტანა რუმინეთის ნაკრებში მოთამაშე, წარმოშობით ტონგელი მორაგბის ნატურალიზაციის სამართლიანობაში და სარჩელიც აღძრა, ეჭვქვეშ დადგა ესპანეთისა და ბელგიის ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშეების საკითხიც.

იმის გამო, რომ ზემოთ აღნიშნული ქვეყნების რაგბის კავშირებმა მსოფლიო რაგბის დამოუკიდებელ კომისიას ვერ წარუდგინეს მათი ქმედების გამამართლებელი საბუთები, თითოეულ მატჩში, რომლებშიც ამ მორაგბეებმა ითამაშეს, გუნდს წაგება ჩაეთვალა და ხუთ-ხუთი ქულაც დააკლდა. ბელგიის ნაკრებში ერთმა ან მეტმა არალეგიტიმურმა მორაგბემ 2017-2018 წლების სეზონში შვიდ მატჩში ითამაშა, რუმინეთის ნაკრებში ერთმა არალეგიტიმურმა მორაგბემ - რვა მატჩში, ესპანეთის ნაკრებში კი ერთმა ან მეტმა არალეგიტიმურმა მორაგბემ - ცხრა მატჩში.

შედეგად გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის იმ ჯგუფში რუმინეთის ნაცვლად რუსეთის ნაკრები ითამაშებს, გერმანია კი ესპანეთის ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში პორტუგალიას დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე სამოას ნაკრები იქნება. გამარჯვებული ასევე იმ ჯგუფში დაიკავებს ადგილს, სადაც რუსეთის გარდა, ირლანდიის, შოტლანდიისა და იაპონიის ნაკრებებიც არიან. დამნაშავე ქვეყნების რაგბის კავშირები ფინანსურადაც დაზარალდნენ: ბელგია ჯარიმად 125 ათას გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, ესპანეთი - 50 ათასი გირვანქა სტერლინგს, რუმინეთი კი - 100 ათას გირვანქა სტერლინგს.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები