ლიპარტელიანმა დაასახელა ძიუდოისტები, რომლებიც ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
23-05-2018
ლიპარტელიანმა დაასახელა ძიუდოისტები, რომლებიც  ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ლიპარტელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დანარჩენ ძიუდოისტებს მოუწოდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით.

"დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ 4 სპორტსმენია იმ აზრის გარშემო გაერთიანებული, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. თურმე რაღაც ჯგუფი ვართ ჩვენ, თურმე ეს სპორტსმენები არაფერს წარმოვადგენთ და ძირითადი გუნდი აგრძელებს ვარჯიშს. მინდა ამოვიკითხო ის სია, რომლებიც ჩვენთან ერთად
იბრძვიან:

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ზვიად ხუბულური, ლაშა გიუნაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ომარ ნიაზაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, ადამ ოქრუაშვილი,
გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე. თუ რომელიმე სპორტსმენს აქვს განსხვავებული აზრი, თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს, რომ დავით ქევხიშვილი არის იდეალური პრეზიდენტი და არ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, გაავრცელონ საკუთარი პოზიცია, ხოლო თუ დუმილს აირჩევენ, ე.ი. ყველა ამ აზრის გარშემო ვართ გაერთიანებულნი", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით