ტოჩინოშინის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძემ 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა - კვირის პალიტრა

ტოჩინოშინის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძემ 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა

დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40 გზის ჩემპიონი დაამარცხა. სუმოს ყველა მნიშვნელოვანი რეკორდი, რაც კი იაპონიის ისტორიაში დაფიქსირებულა ჰაკუჰოს ეკუთვნის.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ, გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დაჰიოდან გადაიყვან.ა

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატურაა იმპერატორის თასის მოგების.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.

იხილეთ ასევე: "არ მაქვს უფლება მეუღლე ორთაბრძოლებზე წავიყვანო" - იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია

sportall.ge