ტოჩინოშინის მორიგი, მეცამეტე გამარჯვება
27-05-2018
ტოჩინოშინის მორიგი, მეცამეტე გამარჯვება
დღეს, 27 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალი გაიმართა და ქართველმა სეკიტორმა ფინალური ბრძოლა მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე ჰქონდა. ჩვენს ფალავანს ხელი აქვს მოტეხილი თუმცა მაინც გადაწყვიტა მიეღო ბრძოლაში მონაწილეობა.

ლევან გორგაძე ეგრევე მავაშზე წავიდა, თავიდან თითქოს იაპონელმა მოიგერია, თუმცა ტოჩინოშინმა მაინც დაიჭირა და იორიკირით გადაიყვანა.

იოკუძუნა კაკურიუმ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ჩემპიონი გახდა. ქართველმა სეკიტორმა ნაცუ ბაშოზე მეორე ადგილი დაიკავა 13
გამარჯვებითა და 2 მარცხით.

ლევან გორგაძეს ოფიციალურად ოძეკობა სუმოს კომიტეტის შეკრების შემდეგ მიენიჭება, რადგან ქართველმა ყველა წინაპირობა შეასრულა ამისთვის.

რაც შეეხება მეორე ქართველს გაგამარუს, რომელმაც დღეს ბრძოლა ჩიიონოსთან იორიკირით დათმო, მან უარყოფითი ბალანსით დაასრულა ბაშო 4:11-ზე და აუცილებლად ჩამოქვეითდება ჯურიო ლიგის მეორე ნომრიდან.

sportal.ge

რედაქტორის რჩევით