ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრები ლონდონში ჩაფრინდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრები ლონდონში ჩაფრინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრები ლონდონში ჩაფრინდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ConIFA-ს (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია) ვერსიით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში.

აღნიშნული ტურნირი ლონდონში ხვალ იხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ნაკრები ჯგუფში ტიბეტთან, კარპატალიასთან და ჩრდილოეთ კვიპროსთან იასპარეზებს. პირველ თამაშს "აფხაზეთის ნაკრები" ხვალ ტიბეტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წლის 7 ივნისს დაარსდა. მასში ის ნაკრებებია გაწევრიანებული, ვინც ოფიციალურად FIFA-ს შემადგენლობაში არ შედიან. მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ მეორე წელს ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"