ტოჩინოშინი საქართველოშია - ლევან გორგაძეს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ - კვირის პალიტრა

ტოჩინოშინი საქართველოშია - ლევან გორგაძეს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა.

ტოჩინოშინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ტოჩინოშინს აეროპორტში ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ და ისინი ცნობილ სუმოისტს წარმატებულ ასპარეზობასა და ოძეკის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.

გორგაძე ბოლო ტრადიციული ტურნირის შემდეგ, სადაც ოძეკის ტიტული მოიპოვა, საქართველოს პირველად ეწვია.

იხილეთ ვიდეო