ტოჩინოშინის პირველი შეხვედრა შვილთან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ტოჩინოშინის პირველი შეხვედრა შვილთან (ვიდეო)

ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა. ტოჩინოშინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ტოჩინოშინს აეროპორტში ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ და ისინი ცნობილ სუმოისტს წარმატებულ ასპარეზობასა და ოძეკის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.

ლევან გორგაძე პირველად შევხდა თავის 7 თვის გოგონას. ქართველ სუმოისტს ქალიშვილი აქამდე ნანახი არ ჰყოლია.

"ბედნიერი ადამიანი ვარ, ამდენი ხალხი დამხვდა დღეს, თქვენ მაძლიერებთ ყოველთვის და თქვენი იმედი მაქვს. სანამ სპორტულ საქმიანობაში ვიქნები, თქვენი გვერდში დგომის იმედი მექნება, არ მოველოდი ამდენი ხალხი თუ დამხვდებოდა", - განაცხადა ლევან გორგაძემ აეროპორტში.

იხილეთ ასევე: "თავისი 7 თვის შვილი ჯერ არც კი უნახავს. ინტერნეტით ეკონტაქტება" - რას ჰყვება ლევან გორგაძის დედა ტოჩინოშინზე?