12 წელიწადი ველოდით ამ ბედნიერ წუთს... - პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს ასოებით დაწერილი ისტორია - კვირის პალიტრა

12 წელიწადი ველოდით ამ ბედნიერ წუთს... - პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს ასოებით დაწერილი ისტორია

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ვაჟა დანელია 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე თავად ესწრებოდა ტიტულოვანი ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის ჭიდაობას. სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, დღემდე ახსოვთ მისი ემოციები.

სულ მალე სამზეოზე გამოვა ვაჟა დანელიას წიგნი "ათენის ათინათი", საიდანაც ერთ-ერთ თავს გთავაზობთ....

Olympic champion ზურაბ ზვიადაური

დიქტორი ქალბატონის მჭექარე ხმას მაყურებელთა მქუხარე ოვაცია მოჰყვა. "ანო ლიოსიას" ოლიმპიური სპორტის სასახლის ექვსი ათასამდე გულშემატკივრით გადაჭედილი ტრიბუნები ერთიანად ფეხზე წამოიმართა.

დამბურძგლა. საოცარი სანახავი იყო ეს. მსგავსი რამ, რაც იმ დარბაზში ვიგრძენი, არასდროს განმიცდია.

12 წელიწადი ველოდით ამ ბედნიერ წუთს...

2004 წლის 18 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში - იმ დღეს ათენში ახმეტელმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ზედიზედ დაამარცხა რამდენიმე მეტოქე და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. დარბაზში ქართული ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა.

იყო ზღვა სიხარული, სიამაყის ცრემლი და უსაზღვრო განცდა იმისა, რომ საქართველომ ახალ გამარჯვებებს დაუდო სათავე...

დილიდანვე რატომღაც ხალისიანად ვიყავით. თითქოს გული გვიგრძნობდა, რომ ჩვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. "ანო ლიოსიას" დარბაზისკენ მიმავალთ სულ ოქროს მედალი გვეკერა პირზე. გაგრძელება