ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა - კვირის პალიტრა

ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ზედიზედ მეორედ ზაზა ფაჩულია და მისი "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ჩემპიონი გახდა. ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში "უორიორსმა" "კლივლენდი" მისსავე პარკეტზე 108:85 დაამარცხა.

სტუმართა ქართველმა ცენტრმა 02:47 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 37 ქულით სტეფ კარი გახდა.

"გოლდენ სტეიტი" ისტორიაში NBA-ს ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ზაზა ფაჩულია კი მეორე საჩემპიონო ბეჭედს დაისაკუთრებს.