როგორი იყო მსოფლიოს 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი - კვირის პალიტრა

როგორი იყო მსოფლიოს 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი

დღეს რუსეთში მსოფლიოს 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნითი ცერემონიალი და მატჩი თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართა. მოსკოვის "ლუჟნიკის“ სტადიონზე მასპინძელი რუსეთის გუნდი საუდის არაბეთს უპირისპირდება.

ხვალ სამი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ეგვიპტე-ურუგვაი (16:00 საათი), მაროკო - ირანი (19:00) და პორტუგალია - ესპანეთი (22:00) შეხვდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 32 გუნდი ასპარეზობს. ტურნირი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ფინალი კი 15 ივლისს, ასევე მოსკოვში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"