"ლიონელ მესი და მე - ჩემი 18-წლიანი მეგობრობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან" - ფაბრეგასის ბლოგი - კვირის პალიტრა

"ლიონელ მესი და მე - ჩემი 18-წლიანი მეგობრობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან" - ფაბრეგასის ბლოგი

ლონდონის "ჩელსის" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, ლეო მესის, რომელიც წლების განმავლობაში მისი თანაგუნდელიც იყო, ბლოგი მიუძღვნა.

მან გაიხსენა ლიონელ მესისთან პირველი შეხვედრა: "კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პატარა, გრძეთმიანი ბიჭი "ბარსელონაში" პირველად მოვიდა. ის იყო ძალიან, ძალიან, ძალიან მორცხვი და თამაშობდა მარცხენა ფეხით...  წინასწარ გვითხრეს, რომ არგენტინიდან გამოსაცდელად პატარა ბიჭი უნდა ჩამოეყვანათ. ერთობლვად ჩატარებულ მეორე ვარჯიშზევე მივხვდი, რაოდენ კარგი იყო ლეო.

"ბავშობისას, მეტოქისთვის ბურთის წართმევას კარგად ვახერხებდი, არავის გამოსდიოდა იოლად აევლო ჩემთვის გვერდი, საკმაოდ აგრესიულადაც ვთამაშობდი. ერთ დღესაც, მწვრთნელმა ორ-ორად გაგვყო, მე მითხრა, რომ მესი უნდა შემეჩერებინა. კი გამიკვირდა, რადგან ლეო ტანად ბევრად პატარა იყო, ამიტომაც გავიფქრე, რომ ის პრობლემას ვერ შემიქმნიდა. საკუთარ თავში დარწმუნებული კი ვიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მესიმ იოლად ამიარა გვერდი, მე კი ბალახზე აღმოვჩნდი", - იხსენებს ფაბრეგასი.

სესკი ასევე იხსენებს ერთ შემთხვევას:

"14 წლის მესიმ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ვერასდროს დავივიწყებ. ახალგაზრდული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდებოდა, ორ უკანასკნელი, მნიშვნელოვანი მატჩი "ესპანიოლის" წინააღმდეგ უნდა გაგვემართა, ჩვენი მწრთნელი ტიტო ვილანოვა გახლდათ, პირველი მატჩისას, ლეომ თვალის ბუდე დაიზიანა. რთული ტრავმა იყო, ისე ჩანდა, მესის ფინალის გამოტოვება მოუწევდა, რაც ყველას გვაწუხებდა...

როგორც აღმოჩნდა, კარლეს პუიოლს იგივე ტრავმა ცოტა ხნის წინ ჰქონდა მიღებული და მოშუშებულიც. სწორედ მისი სახის ნიღაბი ითხოვა ტიტომ ლეოსთვის, რომელმაც თამაში წინა დღეს ჩვენთნა ერთად ივარჯიშა, საბოლოოდ, მწვრთნელმა მას თამაშის უფლება მისცა.

თამაშის დაწყებიდან 12 წუთში 3-0-ს ვიგებდით, მესიმ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მე-13 წუთზე, ის მოედნიდან გაიყვანეს, ჩვენ კი იმ ჩემპიონატში გავიმრაჯვეთ. უფრო სწორედ, ფინალი ლეომ 12 წუთში მოიგო.

ჩემთვის ის მუდამ საუკეთესო ფეხბურთელი იქნება და არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს. თუ მოიგო, ალბათ მომავალში უფრო დამაჯერებლად იტყვის ვიღაც, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მსოფლიოც მოიგო, თუმცა  ვინც მას პირადად იცნობს ან მასთან ერთად უთამაშია, კარგად იცის, რომ ის სრულყოფილი ფეხბურთელია.

ფაბრეგასი წერს, რომ ლეოსგან ყველა მოგებას ელის, მისი თქმით, ეს თავად ლეომაც მშვენივრად იცის, იცის ისიც, რომ საუკეთესოა და ყველაფრის მოგება სურს. შესაბამისად, მხარდაჭერასთან ერთად, დიდ ზეწოლასაც გრძნობს...

არგენტინისა და ეკვადორის ნაკრებების შეხვედარს ვუყურე, რომელშიც მესიმ 3 გოლი გაიტანა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. სამწუხაროდ, წარმატებულ შედეგს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ მიაღწევს. მთელი გუნდის 100%-ით დახარჯვაა საჭირო.  რუსეთში ლეოს დახმარება სჭირდება".

ფაბრეგასი წერს: "თუ მსოფლიო ჩემპიონატს ჩემი სამშობოლო - ესპანეთი ვერ მოიგებს, მინდა არგენტინამ გაიმარჯვოს, რადგან მესის საფეხბურთო კარიერას ესღა აკლია, თუმცა ის იქნება საუკეთსო ფეხბურთელი ყველა შემთხვევაში - მსოფლიო თასით თუ მის გარეშე ". წყარო