გამოფხიზლდი, მარადონა! - ნარკოტიკით გაბრუებულ დიეგოს ექიმის დახმარება დასჭირდა - კვირის პალიტრა

გამოფხიზლდი, მარადონა! - ნარკოტიკით გაბრუებულ დიეგოს ექიმის დახმარება დასჭირდა

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, 1986 წელს ფეხბურთის ჩემპიონის დიეგო მარადონას კადრებმა არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩისას, მსოფლიო მედიის დიდი ყურადღრება დაიმსახურა. ნახევრად მძინარე მარადონას დრო და დრო სტადიონის ხმაური აფხიზლებდა და ისიც არცთუ ადეკავატური ჟესტებით რეაგირებდა. დასასრულს კი არგენტინის გამარჯვება შუა თითის კომბინაციის ჩვენებით აღნიშნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრისას მარადონა ცუდად გახდა. შეგახსენებთ, მატჩი არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით: 2:1 და ამ გამარჯვებით არგენტინის საფეხბურთო ნაკრები 1/8 ფინალში გადავიდა, სადაც საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს შეხვდება. ვიდეორგოლების მიხედვით, რომელიც ტვიტერში გავრცელდა, არგენტინელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელდა სანკტ - პეტერბურგის სტადიონის VIP- ტრიბუნა მეგობრის დახმარებით დატოვა. საინფორმაციო საშუალებები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მარადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

მას ტრიბუნების ქვეშ არსებულ შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება, რის შემდეგაც სტადიონი დაუხმარებლად დატოვა.

როგორც იუწყებიან, ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ  იყო და წნევა დაუვარდა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მარადონას ფოტო, რომელიც კოლუმბიელმა ჟურნალისტმა პატრისია ვილეგამ გაავრცელა, როგორც აღმოჩნდა მარადონა მოსკოვში მიფრინავდა.

ამ მატჩამდე დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების ბანაკში შესვლას ითხოვდა, რათა მოთამაშეები გამხნევებინა.

"როცა ნაკრების ფორმას ვიცვამდი, ბოლომდე ვიხარჯებოდი მის გამო, - მოჰყავს The Mirror-ს მარადონას სიტყვები. - ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან სიმეონე, რედონდო, კანიჯა, ლუკე და გალიეგო, იგივეს აკეთებდნენ. მინდა დაველაპარაკო მოთამაშეებს და ვაიძულო ისინი, გაიგონ - რას ნიშნავს ნაკრების ფორმის ტარება...

ჩვენი ლიდერები - ლიდერები არ არიან. მესი? მესის არ აქვს ლიდერის თვისებები. მან თხასთან ერთად გადაიღო ფოტოები. ის არ არის ყველა დროის საუკეთესო. ჯერ რაღაც უნდა მოიგოს. თუმცა, მხოლოდ მესი ვერ მოაგვარებს სხვა არგენტინელი ფეხბურთელების პრობლემებს", - განაცხადა მან. თუმცა მას არგენტინელ ფეხბურთელებთან შესვლის უფლება არ მისცეს. როგორც უკვე გითხარით, მატჩის მსვლელობისას პირდაპირი ეთერით რამდენჯერმე იხილა მაყურებელმა მარადონას ემოციები, მათ შორის უხამსი ჟესტიკულაციაც.

იხილეთ ასევე: "ლიონელ მესი და მე - ჩემი 18-წლიანი მეგობრობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან" - ფაბრეგასის ბლოგი

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

იხილეთ ვიდეო