სენსაცია მსოფლიოზე - ბრაზილია ბელგიამ შინ გაუშვა
07-07-2018
სენსაცია მსოფლიოზე - ბრაზილია ბელგიამ შინ გაუშვა
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება.

მატჩი ბრაზიიელთა შტურმით დაიწყო, მათ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და ალოგიკურად ბელგია დაწინაურდა - ავტოგოლი ფერნანდინიომ მიითვალა და თვალსასეირო თამაში წავიდა. სელესაო უტევდა, ბელგია კი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და 31-ე წუთზე ლუკაკუს გარღვევის შემდეგ დე ბრიუნემ მეორედ დალაშქრა ალისონის კარის დალაშქვრა. ამის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა უშედეგოდ სცადეს ანგარიშის შემცირება და პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.

მოკლედ, ტიტეს გუნდი ისეთივე რთულ
სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც იმყოფებოდა მისი მეტოქე მერვედფინალში იაპონიასთან. ბელგიას თავიდან
გაუმართლა, მერე ბრაზილიამ დიდი ძალებით შეუტია, ზურგი მოუშიშვლდა, კონტრშეტევაზე ნახევარდაცვას მარტინესის გუნდი ადვილად და დიდი სისწრაფით გადიოდა და ამით ისარგებლა კიდეც.

შესვენების შემდეგ ტიტემ ვილიანის ნაცვლად შეცვლაზე ფირმინო შეუშვა და ისევ გადავიდა ბრაზილია შეტევაზე, მსაჯმა
ჩათვალა, რომ 58-ე წუთზე კომპანის ჟესუსზე თამაშის წესები არ დაურღვევია და პენალტი არ დანიშნა. მერე აზარმა ვერ გამოიყენა მომენტი, ჟესუსის ნაცვლად შეცვლაზე შესული დუგლას კოსტას ჩაწოდებული ბურთი კურტუამ მოიგერია, პაულინიომ კი დამატბაზე ვერ ივარგა. სამაგიეროდ ივარგა 6-ე წუთზე რენატო აუგუსტომ, რომელმაც კოუტინიოს გადაცებულ ბურთს კურტუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში მანვე ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ნეიმარის სოლო-რეიდის შემდეგ ვერც კოუტინიომ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა, ნეიმარის დარტყმული ბურთი კურტუამ სასწაულებრივ ნახტომში მოიგერია და ბელგიამ გაიმარჯვა.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით