ხორვატმა ფეხბურთელებმა რუსეთზე გამარჯვება უკრაინელებს მიუძღვნეს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ხორვატმა ფეხბურთელებმა რუსეთზე გამარჯვება უკრაინელებს მიუძღვნეს (ვიდეო)

ხორვატმა ფეხბურთელებმა რუსეთზე გამარჯვება უკრაინელებს მიუძღვნეს.

ხორვატიის ნაკრების მცველმა მაგოი ვიდამ და "კიევის დინამოს" ყოფილმა ნახევრმცველმა ოგნენ ვუკოევიჩმა მოკლე ვიდეომიმართვაში განაცხადეს, რომ რუსეთზე გამარჯვება უკრაინელებს მიუძღვნეს.

ფეხბურთელების ვიდეომიმართვას  inforesist- ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩი რუსების წინააღმდეგ ჩაატარა და მასპინძელ ნაკრებს პენალტების სერიაში 3:4 მოუგო, ხოლო ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები

დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.