ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
9 ივლისს ნაგოაია ბაშოს II საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ჩიონოკუნი იყო, რომელიც ჩვენებურმა ოშიდაშით დაამარცხა და ახლა უკვე მეტოქესთან ბალანსი 6:1-ზე აქვს.

10 ივლისს ტოჩინოშინი ტურნირზე შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი, 13:5 აქვს.

ჯურიო დივიზიონის მეორე საშეჯიბრო დღეს, სამწუხაროდ, მარცხი განიცადა მეორე ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე იაპონელი იაგო გახლდათ, ვისთანავ ჩვენებურს 2:0 ბალანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ოშიდაშით
დამარცხდა და ტურნირზე ბალანსი 1:1
გაუხდა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?