ტოჩინოშინმა მეხუთედ მოიგო და ლიდერობას განაგრძობს
ტოჩინოშინმა მეხუთედ მოიგო და ლიდერობას განაგრძობს
დღეს, 12 ივლისს, ნაგოია ბაშოს V საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძე პირველ მეგაშირა ექს-ოძეკ კოტოშოგიკუს შეხვდა, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 8:24-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე ტოჩინოშინმა ის უვატენაგეს ილეთით დაამარცხა და წელს ჩატარებული სამი ბრძოლიდან სამივეში დაამარცხა.

ტოჩინოშინმა ტრადიციულად მავაშში ჩავლებაზე გააკეთა აქცენტი და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა კოტოშოგიკუ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ბოლოს კი ლევან გორგაძემ თავისი ფიზიკური უპირატესობით გავიდა ფონს და იორიკირით გადაიყვანა
დოჰიოდან.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომოსუბი ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 15:7-ზე
აქვს ბალანსი. მონღოლთან წელს ჩატერებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გამოვიდა გამარჯვებული .

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ოძეკი ტოჩინოშინი -
    5 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • სეკივაკე მიტეკეუმი - 5 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • იოკუძუნა კაკურიუ - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება (იბრძოლებს 15 წუთის განმავლობაში)
  • მეოთხე მაეგაშირა კაისეი - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ენდო - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ჩიოტარიუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ტოჩიოზანი - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება


რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-12 ნომერს, იაპონელ ჩიიონომისს შეხვდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გაგამარუს უარყოფითი ბალანსი 2:3 გაუხდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები