უცნაური საჩოგბურთო პრიზები... რატომ აჩუქეს ბასილაშვილს ვენტილატორი? - კვირის პალიტრა

უცნაური საჩოგბურთო პრიზები... რატომ აჩუქეს ბასილაშვილს ვენტილატორი?

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ოუფენი მოიგო. ეს ქართული ჩოგბურთისთვის ისტორიული მოვლენაა.

ნიკამ შეჯიბრების დასაწყისშივე უჩვენა, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა: მეკობრეების დროშით დამშვენებული თავისი გემი ჰამბურგის პორტში გააჩერა, თვითონ კორტზე შეიჭრა და გერმანიიდან 350 ათასი ევრო წამოიღო.

გამარჯვებისთვის მას ვენტილატორის ტიპის თასი გადასცეს, რამაც მეზობლად, შვედეთში მცხოვრებ კარლსონთან ასოციაცია გამოიწვია. ისიც ხომ მეკობრეა - მურაბებს იტაცებს... რატომ მაინც ვენტილატორი? როგორც გერმანელები წერენ ეს სულაც არ არის ვენტილატორი - პროპელერია, იმის მანიშნებელი რომ ჰამბურგი აეროკოსმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერია.

ჩობურთში პროპელერი ნამდვილად არ არის უცნაური პრიზი... ყველაფერი შეფარდებითია - საჩოგბურთო ტურნირების ორგანიზატორები გამარჯვებულებს იმდენ უცნაურ რამეს ჩუქნიან...

მადრიდი

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგის ტურნირი იმ შეჯიბრებათა კატეგორიიდანაა პრიზები ყოველწლიურად რომ იცვლება. ერთ წელს რობერტე ვინჩის ქალის ფიგურა გადასცეს, რომელიც ჟურნალისტებმა უმალ სერენა უილიამსს შეადარეს. განაგრძეთ კითხვა

ვინ არის წარმატებული ქართველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული