Equal Game-ის ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია გახ­და
Equal Game-ის ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია გახ­და
სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ უე­ფას ჯილ­დო მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

"უე­ფას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, Equal Game-ის ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო იმ მო­თა­მა­შეს გა­და­ე­ცე­მა, რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თოდ მო­იქ­ცა ევ­რო­პულ ფეხ­ბურთში ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კუ­თხით. ჯილ­დო გუ­რამს 30 აგ­ვის­ტოს, მო­ნა­კო­ში უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის წი­ლისყ­რი­სას გა­და­ე­ცე­მა.


გა­სულ სე­ზონ­ში, ჰო­ლან­დი­ის კლუბ "ვი­ტეს­ში" თა­მა­ში­სას, კა­ში­ამ გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და სა­ჯა­როდ მხა­რი და­უ­ჭი­რა
თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ას და დაგ­მო აგ­რე­სია. კა­ში­ამ, ისე­ვე რო­გორც ჰო­ლან­დი­ის ყვე­ლა სხვა კლუ­ბის კა­პი­ტან­მა, ცი­სარ­ტყე­ლის ფე­რებ­ში შე­მო­სი­ლი სამ­კლა­უ­რი გა­ი­კე­თა, რაც ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან. ზოგი ნაკ­რე­ბი­დან მის წას­ვლა­საც კი ითხოვ­და, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის არ
ნა­ნობს სამ­კლა­უ­რის გა­კე­თე­ბას, და მხარს უჭერს ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. კა­ში­ას მიერ თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ის სა­ჯა­როდ მხარ­და­ჭე­რას და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ფარ­თო სა­ფეხ­ბურ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო ასა­ხავს უე­ფას კამ­პა­ნი­ის #EqualGame-ის პა­თოსს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ფეხ­ბურ­თის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად მისი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, ასა­კი­სა, სქე­სი­სა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ რე­ლი­გი­ი­სა" - ნათ­ქვა­მია ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები