Equal Game-ის ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია გახ­და - კვირის პალიტრა

Equal Game-ის ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია გახ­და

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უეფას ჯილდო მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ "ვიტესში" თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან. ზოგი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა" - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.

"აზრად არ მომსვლია სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა" - კაშიას პირველი კომენტარი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე