რატომ დატოვა გუნდის შეკრება ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა? - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა გუნდის შეკრება ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა?

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა ნაკრების შეკრება დატოვა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რაც „მწვრთნელთა არაობიექტური დამოკიდებულებით“ ახსნა.

„ვადასტურებ რომ ნაკრები დავტოვე ბაკურიანის შეკრებიდან, მიზეზი მწვრთნელების არაობიექტური გადაწყვეტილებაა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გავესაუბრე და მითხრა, რომ აღნიშნულ საკითხში გაერკვეოდა. პასუხს ველოდები“, - აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.